weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ჯანდაცვის სისტემა მზად არის, მზარდი რაოდენობის ინფიცირებულები მიიღოს – გახარია

14:19 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, უახლოეს დღეებში, 1000-ს გადააჭარბოს.

გახარიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისთვის, რომ მზარდი რაოდენობის ინფიცირებულებს უმკურნალოს.

„დღეს საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - 919 ინფიცირებული პირი, რაც უკვე სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ნიშნულს - 1000-ს გადავაბიჯებთ. 

საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგემბა. ჯანდაცვის სისტემა დღეს მზად არის იმისთვის, რომ მზარდი რაოდენობის ინფიცირებულები მიიღოს და უმკურნალოს. ჯანდაცვის სისტემაში არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეიძლება იყოს დროში ხარვეზები - გადალაგების კომპონენტია, რასაც შეიძლება დასჭირდეს ერთი დღე. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც საწოლფონდის გაფართოება ხდება, ამას დასჭირდება ზუსტად ერთი დღე“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

დღეს ქვეყანაში COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]