weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

აჭარაში საზ. ტრანსპორტი აღდგება, სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება – გახარია

14:46 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 19 ოქტომბრიდან განაახლებს, თუმცა შეზღუდვები დარჩება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

„აჭარაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება.

აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც გაგრძელდება რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვები“, – განაცხადა გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ძალაში რჩება გადაწყვეტილება უმღლეს სასწავლებლებში, აუდიტორიებში სწავლის 19 ოქტომბრიდან გაგრძელების თაობაზე.

„უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩაატარონ.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 366 თბილისშია დადასტურებული, 286 – აჭარაში, 104 – იმერეთში, 57 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 – ქვემო ქართლში, 21 – შიდა ქართლში, 11 – მცხეთა-მთიანეთში, 13 – კახეთში, 13 – გურიაში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, 1 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]