weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე პარლამენტში მსჯელობას ითხოვს

13:54 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე 31 ოქტომბრის არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას ითხოვს.

კობერიძემ ამ მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს. როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, აუცილებელია საჯარო ფორმატში განიხილონ შეუქმნის თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარება.

„მოვუწოდებ არჩილ თალაკვაძესა და დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.

 აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე“, – აცხადებს კობერიძე.

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმართავს კოლეგებსა და ოპონენტებს, „ამოვიდნენ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის აძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან“.

გუშინ, 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში, დღე-ღამეში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების გადადებაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.

„ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება. არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის მატება შეჩერდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]