weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

დავით სონღულაშვილის მამამ და ძმამ „ქართულ ოცნებას“ 120 ათასი ლარი შესწირეს

14:37 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020
ფოტოზე დავით სონღულაშვილი ფოტოზე დავით სონღულაშვილი

„ქართული ოცნების“ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მამამ და ძმამ მმართველ პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს. მათ პარტია ჯამში 120 ათასი ლარით სექტემბერში – 17 და 23 სექტემბერს – დააფინანსეს.

დავით სონღულაშვილის მამამ, ბიძინა სონღულაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი 2016 წლის ოქტომბერშიც, საპარალმენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე ჩაურიცხა. მეორე ტურის შედეგად, დავით სონღულაშვილი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ძმას, იოსებ სონღულაშვილს, მან „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა 2016 წლის ოქტომბერში, 2017 წლის სექტემბერში კი პარტია 40 ათასი ლარი დააფინანსა.

ჯამში, იოსებ და ბიძინა სონღულაშვილებს, 2016-2020 წლებში, „ქართული ოცნებისთვის“ 270 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

 

მსგავს თემაზე:

კახეთის მსახურება ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილია – სონღულაშვილი

მევახშეობა – გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის შემოსავლის ძირითადი წყარო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]