weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ვირუსის ბათუმიდან სხვა რეგიონებში გადატანაა – კობახიძე

12:33 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

„ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რეგიონებში გადატანაა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბათუმში 1500 ადამიანის შეკრება და რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება მხოლოდ უპასუხისმგებლო ქმედება არ არის.

„ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავისი ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება.

ამ მავნებლობის დაგეგმვისას მათ ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად გამოიყენეს და შესაბამისად, პირველ რიგში, საფრთხის ქვეშ დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე ნათლად მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

16 ოქტომბერს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ბათუმში ხალხმრავალი წინასაარჩევნო აქცია გამართა. ათასობით მხარდამჭერს უკრაინიდან მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 სექტემბრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება. ასევე აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის ღია ცის ქვეშ. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ ვრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]