weather cur horoscope tv
ოქტომბერი 28, 2020

პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს – ვაშაძე ბათუმის აქციის შესახებ

13:05 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 hits 177

„პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან“, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კითხვაზე - რატომ არ იყო დაცული გუშინდელ აქციაზე COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები და აიღებს თუ არა პარტია ამაზე პასუხისმგებლობას.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათ ნახეს გიორგი გახარიას შეხვედრა და გადაწყვიტეს, რომ რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი ყველას შეუძლია ჩაატაროს.

„ის და ეს შეხვედრები აბსოლუტურად ერთნაირი იყო.

საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და საარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელიწადი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობა - მილიონ ორასი ათასამდე - ემიგრაციაში გაყარა ლუკმა-პურის საშოვნელად; უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმი გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს.

რეგულაციების დაცვა აუცილებლად შეიძლებოდა, იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რასაც არ ველოდით. არ ვიცოდით“, – განაცხადა ვაშაძემ.

16 ოქტომბერს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ბათუმში ხალხმრავალი წინასაარჩევნო აქცია გამართა. ათასობით მხარდამჭერს უკრაინიდან მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს.

დღეს აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 131 პირი გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში 2700-ზე მეტი ინფიცირებულია, კლინიკებში მკურნალობას გადის 590 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 29.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 სექტემბრიდან მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები იკრძალება. ასევე აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის ღია ცის ქვეშ. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ ვრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]