weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტის ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:18 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა. ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია“, – დაწერა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს, დეპუტატის თქმით, ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ინფიცირებულია გენადი მარგველაშვილის შვილიც.

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.

გუშინ და დღეს საქართველოში კორონავირუსის 2378 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 940 გამოვლენილია თბილისში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]