weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ლოკდაუნს“ აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს – გახარია

13:28 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდეს, მაგრამ შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება. ასეთი მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები, მათ შორის საქართველოსი, ამოუწურავი არ არის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ არსებობს.

„პირველი ტალღის დროს სწორედ შევაფასეთ ჩვენი რესურსები, მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოკდაუნი“ გამივაცხადეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარული პირბადე არ გვაქონდა ქვეყანაში.

ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და მსოფლიოსთან ერტად, ამ ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ცოდნა არ გვქონდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებიდა ვაქცინა. სამწუხაროდ, არ გაჩნდა.

დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში ვართ. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ, რომ ამით ვიცავდით მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიოცხლეს, პირველ რიგში, გაურკვევლობის გამო და ელემეტარული პირბადის არქონის გამო.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტით ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს „ლოკდაუნს“ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. ჩვენი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის დაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

19 დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი, 7 კოვიდ-ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, 8338 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 143 ინფიცირებულია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]