weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას განცხადებით, არჩევნები არ გადაიდება და 31 ოქტომბერს ჩატარდება

13:34 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კოვიდ-პანდემიის გამო საქართველოში არჩევნები არ გადაიდება და 31 ოქტომბერს ჩატარდება. გახარიას თქმით, საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული იქნება.

„საქართველოში არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო: საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად.

ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებს ვთხოვეთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ არაა ასეთი რთული?! შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს,

პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება.
მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები
“, – განაცხადა გახარიამ.

19 დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი, 7 კოვიდ-ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, 8338 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 143 ინფიცირებულია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]