weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სოკარის“ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში ჩავიდა

14:19 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, აზერბაიჯანის ნავთობკორპორაცია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი საქართველოში ჩამოვიდა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში მოსახლეობას შეხვდა. სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ის გაზიფიცირების პროექტს გაეცნო.

„სოკარის“ პრეზიდენტს თან ახლდნენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის მარეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რუსლან გაჯიევი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„მარნეულის“ თანახმად, როვნაგ აბდულაევი შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „სოკარი“ ამჟამინდელ ხელისუფლებათან ერთად ბევრ პროექტს ახორციელებს.

„დღეს არა „სოკარი“, თავად საქართველოს ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას გაზიფიკაციის პროცესებში. ის, რასაც ჩვენ ვერ ვასწრებთ, თავად აკეთებენ. ახლა უკვე მთავრობაა ჩართული ამ საქმიანობაში. ჩვენ სოციაულურ პროგრამებსაც ვახორცილებეთ. დღეს მარნეულის, გარდაბნის მოსახლება გაერთიანებულია. ყველა მიმართულებით ვუწყობთ ხელს განვითარებას - იქნება ეს საბავშვო ბაღი თუ სპორტული დარბაზი.

რაც მთავარია, ამ ყველაფერს ჩვენ ამ ხელისუფლბასთან ერთად ვაკეთებთ. ამ ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ამ პროექტებს ვერ განვახოციელებდით - არ შედგებოდა.

„სოკარი“ სტუდენტების სწავლის საფასურს იხდის. უკვე რამდენი წელია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების განათლებას, ქართული ენის სწავლებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას ვცდილობთ. ამასაც ღიად გეტყვით, რომ ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება“, – ციტირებს სათემო რადიო „სოკარის“ პრეზიდენტის მიმართვას.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა არჩევნებს უკავშირდება.

„დღეს არ ვმალავთ, რომ საარჩევნო პერიოდიც დაემთხვა, მაგრამ ამ პროექტის (გაზიფიცირების) განხორციელება არ უკავშირდება საარჩევნო პერიოდს. მარნეულში თუ იყო 20 სოფელი გაზიფიცირების გარეშე, ამ აქტივობით რჩება ათი და უახლოეს პერიოდში ისიც გადაწყდება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

როვნაგ აბდულაევი მარნეულში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრეც იმყოფებოდა. მაშინ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სოფლების ახსაკალებს, ანუ უხუცესებს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]