weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თვე-ნახევარში „ქართულ ოცნებას“ 10 მილიონი ლარი შესწირეს, „ლელოს“ – 2.5 მილიონი

14:37 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ყველა საარჩევნო სუბიექტმა შემოსავლის სახით მიიღო 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი შემოწირულობებია, ხოლო 1 175 055 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება.

თვე-ნახევარში შემოწირულობის სახით ყველაზე მეტი თანხა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც 10 139 707 ლარს შეადგენს. სხვა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები ასეთია:

„ლელო საქართველოსთვის“ – 2 599 290

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 295 309

„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2 015 505

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 886 805

„ევროპული საქართველო“ – 1 646 295

„თავისუფალი საქართველო“ – 392 900

„სოციალური სამართლიანობისთვის“ – 274 149

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 123 986

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ – 145 300

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 162 565

„თავისუფალი დემოკრატები“ – 73 880

„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 107 400

„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ – 92 384

სხვა დანაჩენი – 646 770

თვე-ნახევარში „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტიდან 215 505 ლარის მიიღო; 103 687 ლარით დაფინანსდა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 26 813 ლარით – „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“; 148 001 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 107 387 ლარით – „ევროპული საქართველო“; 10 759 ლარით – „თავისუფალი საქართველო“; 99 845 ლარით – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; 30 656 ლარით – „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“; 63 726 ლარით – „თავისუფალი დემოკრატები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]