weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს და მის მეუღლეს COVID-19 დაუდასტურდათ

15:19 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი სიმპტომებია სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილი.

„ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს“, – წერს კახიძე.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ქუთაისში საარჩევნო კამპანიას აგრძელებს ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით.

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1941 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1034 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, 320 – აჭარაში, 258 – იმერეთში, 107 – ქვემო ქართლში, 68 – შიდა ქართლში, 49 – სამეგრელო და ზემო სვანეთში, 37 – კახეთში,  36 – მცხეთა-მთიანეთში, 18 – სამცხე-ჯავახეთში, 12 – გურიაში,  2– რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]