weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაზიფიცირების პროგრამა 2021-24 წლებშიც გაგრძელდება და 211 სოფელს შეეხება – გახარია

12:41 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა 2021-2024 წლებშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც ბუნებრივ აირი დამატებით 211 სოფელს მიეწოდება.

წალენჯიხაში შეხვედრის დროს გახარიამ აღნიშნა, რომ 2019 წელს დაწყებული სამწლიანი გაზიფიცირების პროგრამის დასრულების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება 384 სოფელი.

„დღეს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა და მაშინ ვთქვით, რომ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამა დაიწყება და მისი დასრულება დიდი ხნით არ გადავადდება. ერთი წელი გავიდა, ჩვენ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, რაზეც მინდა, რომ ერთად ვისაუბროთ. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, აქედან, 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება წალენჯიხას, გახარიას თქმით, 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება.

მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019-2021 წლების გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 187 დასახლებულ პუნქტში, რამაც 35 859 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა. ადმინისტრაციის თანახმად, გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013-2021 წლებში ჯამში 659 მილიონამდე ლარი იხარჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]