„ამ მთავრობის პირობებში ქვეყნის ჩაკეტვა არათუ არანაირ შვებას მოუტანს ქვეყანას, არამედ ის უზარმაზარი და უდიდესი დარტყმა იქნება ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საშუალო კლასისთვის და გაჭირვებულებისთვის“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
ოპოზიციური პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ჩაკეტვით აპირებს მეორე ტურების წინ „ფორის შექმნას, რადგან ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ“. „ევროპული საქართველო“ ამ თემაზე დებატებში მმართველი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს იწვევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. როგორც მთავრობა აცხადებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, „წერტილოვანი შეზღუდვები“ ამოქმედდება.