weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

„ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ქვეყნის ჩაკეტვას გეგმავს – „ევროპული საქართველო“

14:42 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, მათ ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.

„ამ მთავრობის პირობებში ქვეყნის ჩაკეტვა არათუ არანაირ შვებას მოუტანს ქვეყანას, არამედ ის უზარმაზარი და უდიდესი დარტყმა იქნება ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საშუალო კლასისთვის და გაჭირვებულებისთვის“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

ოპოზიციური პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ჩაკეტვით აპირებს მეორე ტურების წინ „ფორის შექმნას, რადგან ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ“. „ევროპული საქართველო“ ამ თემაზე დებატებში მმართველი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს იწვევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. როგორც მთავრობა აცხადებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, „წერტილოვანი შეზღუდვები“ ამოქმედდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]