weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

ვგეგმავთ ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება – უდუმაშვილი 31 ოქტომბრის შეკრებაზე

18:45 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 hits 283

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ პარტია 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავს, სადაც მოსახლეობასთან ერთად დააკვირდება ხმების დათვლის პროცესს და გამარჯვებას აღნიშნავს.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, შეკრება იგეგმება 20:00 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ და არა დღის 12 საათზე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა.

„მტკნარი ტყუილია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს, 12 საათზე პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს. „ქართულ ოცნებაში“ ან წაკითხულის გააზრება არ შეუძლიათ ან განგებ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. მერიაში ჩვენი სახელით მართლაც შესულია განაცხადი 31 ოქტომბერზე, ოღონდ შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12 საათზე, არამედ, საღამოს 8 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

ვგეგმავთ ერთად, მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ შედის საარჩევნო ოქმები საარჩევნო კომისიაში და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისის მერიაში შეტანილ განცხადებაში 12:00 საათი არის მითითებული, რადგან ამ დროს რუსთაველის გამზირზე ღონისძიების დასაგეგმად ტექნიკური პერსონალი მივა.

„12 საათზე მიდის ჩვეულებრივი ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს სცენა და მოამზადოს საღამოსთვის, ამას სჭირდება 6-7 საათი და სწორედ ამიტომ არის განაცხადში მითითებული ეს დრო. ასე რომ, მოეშვით ამ ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად. გასაგებია, რომ ნერვიულობთ, სანერვიულო ნამდვილად გაქვთ იმიტომ, რომ 31-ში საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობება“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს. მოგვიანებით თბილისის მერიამ წერილი გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, პარტია პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს. წერილის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რაც მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო, მაღალი ალბათობით, გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]