weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს სცემეს

23:49 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

ბოლნისის სოფელ მამხუტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს, ისმაილ გაჯიევს სცემეს. როგორც გაჯევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ.

„ჩემთან მოვიდა და მეკითხება: „რატომ ხარ 5 ნომერი“. მე ვუთხარი, ჩემი საქმეა, ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას. ამის შემდეგ დაახლოებით სამჯერ ჩამარტყა. მარტო ვიყავი სახლში“, – ამბობს ისმაილ გაჯიევი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]