„ჩემთან მოვიდა და მეკითხება: „რატომ ხარ 5 ნომერი“. მე ვუთხარი, ჩემი საქმეა, ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას. ამის შემდეგ დაახლოებით სამჯერ ჩამარტყა. მარტო ვიყავი სახლში“, – ამბობს ისმაილ გაჯიევი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.