weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

4 თვის განმავლობაში მოქალაქეთა ნაწილს კომუნალური გადასახადები აუნაზღაურდება

10:37 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება მოხმარებული 200 კილოვატამდე ელექტროენერგია, ასევე, 200 კუბურ მეტრამდე გაზი, გადასახადები აუნაზღაურდება – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

გახარიას თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის მესამე ტალღა 4 თვე გაგრძელდება.

„მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, იწყება პირველი ნოემბრიდან და მოიცავს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას ჩვენი მოქალაქეებისთვის ზამთრის პერიოდში. ეს იქნება ნოემბრიდან 4 თვე და ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზრაურება.

ეს არის ის მინიმუმი, რითიც დღეს სახელმწიფოს, მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს შემოსავალი დაკარგეს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ასეთი მხარდაჭერა არ სჭირდებათ, შეუძლიათ, განცხადების საფუძველზე, მასზე უარი თქვან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]