ქადაგიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის გამო იძულებულია საჯარო სივრციდან თვითიზოლაციაში გადავიდეს.
„თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი“, – მიმართავს ამომრჩევლებს ქადაგიშვილი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი, ხოლო 20 გადაიცვალა.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა გოჩა ენუქიძეს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.