weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

11:45 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნების“ ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.

ქადაგიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის გამო იძულებულია საჯარო სივრციდან თვითიზოლაციაში გადავიდეს.

„თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი“, – მიმართავს ამომრჩევლებს ქადაგიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი, ხოლო 20 გადაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა გოჩა ენუქიძეს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]