„ლოქდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოქდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გუშინ განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ჩაკეტვით აპირებს მეორე ტურების წინ „ფორის შექმნას, რადგან ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ“.