weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი - ერთი მაინც თუ წააგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ – კობახიძე

13:33 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატიდან ერთი მაინც წააგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა, ხოლო თუ სამივე მოიგებს, კობახიძე „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს. 

ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მან ნიკა გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია და „ქალაჩუნა“ უწოდა.

„გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში. მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ: თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – ეს არის კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში – ერთი მათგანი მაინც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, მკაფიოდ ვამბობ.

რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გვარამიას – ამ შემთხვევაში ის წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ ერთი მათგანი მაინც წააგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. საპირისპორო შემთხვევაში, ის წავიდეს მედიიდან და პოლიტიკიდან. ის, ბუნებრივია, ამაზე ვერ წამოვა, გამომდინარე იქიდან, რომ არის მხდალი ადამიანი და ვერ აღიარებს წაგებას. მოდით, ეს გადაეცით თქვენს ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს“, – განაცხადა კობახიძემ.

არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება, რის შედეგადაც პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატი შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]