weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნაციონალურ მოძრაობას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს – კობახიძე

16:14 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს მობილიზებული. დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების დღეს მოსალოდნელ „პროვოკაციებზე“.

„კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.

პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.

ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ხელში ჩაუვარდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან „გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული“.

„სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია: „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი  პოლიტიკიდან გაგაცილებს“, – წერს ის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]