weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო

09:22 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათისთვის გაიხსნა და მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მუშაობა დაიწყო სტაიონალურ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა 127 სპეციალურმა უბანმა. ასეთ ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით მოემსახურებიან.

„დღეს საქარეთველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები, კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე. შესაბამისად ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური, ან მერების რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ სამ ბიულეტენს, ხოლო აჭარის რეგიონში 4 ბიულეტენს: ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის“, – განმარტა ანა მიქელაძემ.

ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. მისი არქონის შემთხვევაში, ამომრჩეველი პირბადით საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს.

„ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა. იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცესების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბნის შესასვლელთან დახვდება დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისათვის საჭირო ხსნარი, გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალამი.“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

არჩევნების ჩასატარებლად გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]