weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის – კელი დეგნანი

10:04 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის საელჩოს 75 თანამშრომელი დააკვირდება. ამის შესახებ ელჩმა დღეს, ცესკოში ყოფნისას განაცხადა.

კელი დეგნანმა საარჩევნო ადმინისტრაციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი. ელჩმა ამომრჩეველს ქართულ ენაზე არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ შეთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა”, — განაცხადა დეგნანმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს – საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 120 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]