weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა – გახარია

10:20 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ცონების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს; სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს – საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 120 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

 

ამ თემაზე:

კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ – ივანიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]