„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, დიდ-დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და დამკვირვებელს.
დამკვირვებელი ამბობს, რომ ვინმე ილო მას უბანზე შეუვარდა, აგინა, პროვოკატორი ეძახა.
„ამ ილომ, ვინც იმას მიაყენა შეურაცხყოფა, ვიღაცას დაურეკა და ისინიც მოვიდნენ აგრესიულად, ეგრევე გადავიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. პირადად მე დამეჯიკავა და წავიქეცი. მე საპარლამენტო სიის კანდიდატი ვარ. ვითხოვ, შედგეს დაკავების ოქმი ჩემი ჩვენების საფუძველზე და მე მინიმუმ სამ მოწმეს უზრუნველვყოფ, ვინც ამ ყველაფრის შემსწრე იყო“, – მიმართა კუპარავამ ადგილზე მისულ პოლიციელს.
ზვიად კუპრავამ, დაახლოებით ერთი საათის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მიდის.