weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

10:54 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრის, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცაციაშვილმა თქვა, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა და კუპრავას საქმე ერთადერთია, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო.

„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, დიდ-დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და დამკვირვებელს.

დამკვირვებელი ამბობს, რომ ვინმე ილო მას უბანზე შეუვარდა, აგინა, პროვოკატორი ეძახა.

„ამ ილომ, ვინც იმას მიაყენა შეურაცხყოფა, ვიღაცას დაურეკა და ისინიც მოვიდნენ აგრესიულად, ეგრევე გადავიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. პირადად მე დამეჯიკავა და წავიქეცი. მე საპარლამენტო სიის კანდიდატი ვარ. ვითხოვ, შედგეს დაკავების ოქმი ჩემი ჩვენების საფუძველზე და მე მინიმუმ სამ მოწმეს უზრუნველვყოფ, ვინც ამ ყველაფრის შემსწრე იყო“, – მიმართა კუპარავამ ადგილზე მისულ პოლიციელს.

ზვიად კუპრავამ, დაახლოებით ერთი საათის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მიდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]