weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გურჯაანის უბნებზე ამომრჩევლებს არჩევანის ფარულობის დარღვევას ავალდებულებენ

11:12 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

გურჯაანის საარჩევნო ოლქის ბაკურციხის, ველისციხის, კოლაგის, კარდენახის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს, კენჭისყრის შენობაში მყოფი  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ავალდებულებენ, ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, საარჩევნო ყუთთან მყოფ პირს ბიულეტენი აჩვენონ.

ხმის მიცემის ფარულობის წესის დარღვევის გაპროტესტების გამო, ბაკურციხის 30-ე უბნიდან ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი თამარ ჯადუგიშვილი, კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობიდან გააძევეს.

N 12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ 30-ე უბანზე ხმის მიცემის კაბინაში 2 ასაკიანი ამომრჩეველი იყო შესული და ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რის გამოც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა „სიმშვიდე დაარღვია. მას მიუთითეს, რომ ამომრჩეველს ჰქონდა უფლება სხვა ამომრჩეველი დაეხმარებინა, მაგრამ მაინც არ გაჩერდა და ამიტომ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი კენჭისყრის შენობიდან გაეძევებინათ“.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ „რეგინფოს“ ატყობინებენ ველისციხის, კოლაგის, კარდენახის საარჩევნო უბნებიდანაც. ამომრჩევლების თქმით, ეზოში შესვლისას მათ კართან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხვდებიან და აფრთხილებენ, რომ კაბინიან გამოსვლის შემდეგ, ვიდრე ბიულეტენს კონვერტში მოათავსებენ, იქვე მყოფ კონკრეტულ პირს ის აჩვენონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს.

ამომრჩევლები, რომლებსაც ხმის მიცემის ფარულობის წესის დარღვევას ავალდებულებენ, ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები ან სოციალური დახმარების მიმღებები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]