weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შაშკინის განცხადებით, ბოლნისში იარაღით საარჩევნო უბანთან არ გადაადგილდებოდა

12:23 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020
რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში საარჩევნო უბანთან იარაღით გადაადგილდებოდა.

შაშკინის თქმით, ფოტო, სადაც ჩანს, რომ იარაღი უჭირავს, უბანთან არ არის გადაღებული. როგორც ის ამბობს, ფოტო „ქართული ოცნების“ პროვოკატორმა მაშინ გადაუღო, როდესაც ავტომობილში უნდა ჩამჯდარიყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მაქვს უფლება მინიჭებული, რომ ვატარო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი. საარჩევნო უბნებზე მე არ შევდივარ, რადგან უფლებაც არ მაქვს, როგორც კანდიდატს. სადაც ვიმყოფები, შემიძლია ვატარო იარაღი შსს-ს მიერ მინიჭებული უფლებით“, – განაცხადა შაშკინმა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, იარაღით თავდაც გადაადგილდება.

„დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები“, – თქვა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ან ყოფილ სამართალდამცველს, მაგრამ, როდესაც საარჩევნო პროცესს ეხება საქმე, თითოეულ მათგან თავისი პასუხისმგებლობა აქვს.

„დაუშვებელია, რომ ვინმემ იარაღით იაროს, რაში სჭირდება ან დიმიტრი შაშკინს, ან ოქრიაშვილს იარაღი იქ?! ეს დაუშვებელია. ბუნებრივია და ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონსტრირება არის ამ დესტრუქციული სცენარის ნაწილი. გვინდა, რომ მათ ძალიან მკაცრად ვუთხრათ, ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება იქნება მკაცრად პასუხგაცემული კანონის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]