weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულში ყიზილაჯლოს უბნიდან 3 დამკვირვებელი გააძევეს

14:16 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი გააძევეს, რასაც წინ დაპირისპირება უძღოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ქველაძის განცხადებით, დამკვირვებლები აპროტესტებდნენ უბანში ერთი და იგივე ადამიანის რამდენჯერმე შესვლას, რის გამოც მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ხმის მიცემის პროცესი შეჩერებული იყო. როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ „რეგინფოს“ უთხრა, ამ დროისთვის ხმის მიცემა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ლაშა ქველაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, საარჩევნო უბანი აკონტროლონ.

„უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ორჯერ და სამჯერ შემოვიდნენ ერთი და იგივე პირები. ფიზიკური დაპირსპირება მოხდა, ჩვენს წარმომადგენელს შეეხნენ და პოლიციამ ის ძალით გაიყვანა89-ე უბანზე არჩევნები გაყალბებულია, დავაწერინებთ საჩივრებს, ეს უბანი დასახურია. ცესკომ მიიღოს შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ქველაძემ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლაშა ჩხიტუნიძე არეულობის მოწყობაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

„გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები დილიდანვე ცდილობდნენ არეულობა შეეტანათ უბანში. კომისიის წევვრებს ხელს უშლიდნენ თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებაში. სამი ადამიანია გაძევებული, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ რეგისტრატორებს. კომისიამ ჩათვალა, რომ ის ადამიანები უბანზე არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მოქალაქეებს ხელს უშლიდნენ“, – განაცხადა ლაშა ჩხიტუნიძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კომისიამ დამკვირვებლების გაძევების გადაწვეტილება კოლეგიურად მიიღო იმის გამო, რომ ისინი კომისიის მუშაობას ხელს უშლიდნენ. ილურიძის თქმით, კომისიის ერთ-ერთ წევრს მაისური შემოახიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]