ელჩის თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები.
„საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ.
დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს“,- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა, რომელიც არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა.
არჩევნების დასრულებამდე და საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე წუთი დარჩა, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცედურები დაიწყება.