weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2020

მინიმუმ 15 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება – უგულავა

22:03 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 hits 171

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, 30-დან სულ მცირე 15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება.

„რამდენიმე ეგზიტპოლი გამოცხადდა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ „ქართული ოცნება“, ჯამურად, არის უმცირესობაში და მე დარწმუნებული ვარ, ხვალ ეს წაგება გაფორმდება. მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა კომისიის წევრს, ისევე როგორც ოპოზიციის კომისიის წევრებს, გამხნევდით, ახლა მთავარია დაიცვათ თითოეული ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა.

მეორე მთავარი საკითხია ის, რომ ჩვენ ახლა ყველამ პირადი ეგო, პირადი ამბიცია უნდა გადავდოთ გვერდზე. მინიმუმ 15 მაჟორიტარულ ოლქში იქნება მეორე ტური, დარჩენილ 15-ში ვვარაუდობ, რომ რამდენიმეში ოპოზიცია გაიმარჯვებს. აქვე ვიტყვი, რომ ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი რომ გვყოლოდა, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობდით, ახლა სხვა სურათი გვექნებოდა“, – განაცხადა უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში.

გიგი უგულავას თქმით, წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდელები „ქართული ოცნების“ დამარცხების პრივილეგიას მას მიანიჭებენ.

ზუგდიდის ოლქში „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონიაა, ხოლო „ქართული ოცნების“ – ირაკლი ჩიქოვანი.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, კენჭისყრა 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 30 და პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატი შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]