weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია – ვაშაძე

23:08 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.

„უკვე გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ხელისუფლებაში არ იქნება. ის, რომ არავინ მასთან ბლოკში არ შევა, ესეც გადაწყვეტილია. ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.

ერთი ვნახოთ რა შედეგებს გამოაცხადებს ცესკო, იმიტომ, რომ ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლის განწყობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არცერთ ხმას არ შეარჩენენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.11%-ია. ცესკო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 5-7 საათში დაიწყებს, თუმცა მანამდე ცნობილი გახდება ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]