weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეგიონებში 2 ოლქს ოპოზიცია იგებს, 7-ს „ოცნება“, 13-ში მეორე ტურია – ეგზიტპოლი

00:25 კვირა, 01 ნოემბერი 2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, რეგიონებში 22 საარჩევნო ოლქიდან ორს, ქუთაისსა და რუსთავს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები იგებენ, 7 ოლქში ხმების 50 %-ზე მეტი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მიიღეს, 13 ოლქში კი მეორე ტურის საჭიროებაა.

გურჯაანი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-სიღნაღის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი – 43%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი – 38%;

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი – 45%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბოტკოველი  – 42%;

მცხეთა-მთიანეთის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი შალვა კერესელიძე – 39%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი  – 45%;

რუსთავი-გარდაბნის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე – 31%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე – 51%;

მარნეული-გარდაბნის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი – 49%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აზერ სულეიმანოვი  – 36%;

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგი მეშველიანი – 56%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი – 37%;

კასპი-გორის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი – 39%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბადრი ბასიშვილი – 39%;

ხაშური-ქარელის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზადუგლაძე – 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნატო ჩხეიძე – 46%;

ასპინძა-ადიგენი-ბორჯომი-ახალციხის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი  ანტონ ობოლაშვილი – 58%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი – 30%;

ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი  სამველ მანუკიანი – 75%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  მელიქ რაისიანი – 5%;

ამბროლაური-ონი-ლენტეხი-მესტია-ცაგერის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი  გოჩა ენუქიძე – 61%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  დილარ ხაბულიანი – 15%;

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი  პაატა კვიჟინაძე – 59%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  გიორგი კაპანაძე – 23%;

ზესტაფონი-ბაღდათი-ტყიბული-თერჯოლის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი  ბეჟან წაქაძე –49%,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  კახა გეწაძე  – 25%;

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე – 46%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  ნანუკა ჟორჟოლიანი – 39%;

ქუთაისის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ლომინაძე – 29%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  გრიგოლ ვაშაძე – 50%;

ოზურგეთი, ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე–52%,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  მანუჩარ კვირკველია –16%;

მარტვილი-აბაშა-ჩხოროწყუ-წალენჯიხის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია – 45%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  როლანდ ფიფია –41%;

ფოთი-სენაკი-ხობის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია– 49%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურთაზ ზოდელავა – 32%;

ზუგდიდის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი – 35%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია – 49%;

ბათუმის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი რესან კონცელიძე – 35%,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ვარშალომიძე  – 39%;

ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაურის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე – 46%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მიშა ბოლქვაძე – 36%;

ქობულეთის ოლქი: „ქართული ოცნების“ კანდიდატი  ზაალ მიქელაძე –54%, „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბონდო თევდორაძე – 33%;

„მთავარი არხის“ ცნობით, IPSOS-მა კვლევა ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 300 საარჩევნო უბანზე. გამოიკითხა დაახლოებით 13 ათასი რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „Public Opinion Strategy“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: ქართული ოცნება – 55%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 23%; ევროპული საქართველო – 3%; გირჩი – 3%; ლელო – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 3%; სტრატეგია აღმაშენებელი – 2.37%; ლეიბორისტული პარტია – 1%; ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 1%; ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 1%.

 

ამ თემაზე:

თბილისის 8 ოლქიდან გლდანში მელია იმარჯვებს, 7 ოლქში მეორე ტურია - „მთავარი არხის“ ეგზიტპოლი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]