weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბურჯანაძის პარტიის წევრმა თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა და გადადგომისკენ მოუწოდა

09:22 კვირა, 01 ნოემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ბოლო ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ წარმომაგენელმა ირაკლი ჭყოიძემ ჟვანია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ადადგომისკენ მოუწოდა.

„თქვენ ხართ გამყალბებლები. გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ. ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. არ მოგცემთ ამის საშუალებას. გირჩევთ, გადადექით, თქვენ ხართ გამყალბებლები“, – მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭყოიძემ.

ჭყოიძე ცესკოს შენობიდან დაცვამ გაიყვანა.

08:00 საათზე თამარ ჟვანიამ საარჩევნო უბნების 58%-ის დათვლის შედეგები გამოაცხადა. ჟვანიას თქმით, ამომრჩეველთა ხმების 49.32% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო სხვა საარჩევნო სუბიექტების მონაცემები იყო: „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 25.94%; „ევროპული საქართველო“ – 3.77%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%; „ლელო“ – 3.16 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%; „გირჩი“ – 2.87%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1.34%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%; „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ – 0.84%; „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა/ქდმ“ – 0.57%.

თამარ ჟვანიას განცხადებით, ცალკელული პოლიტიკური ინტერესები ვერ შეარყევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სიზუსტეს და ხალხის ნებას. ჟვანიას თქმით, ცესკოს შედეგებში ხალხის ნება ზუსტად იქნება ასახული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]