weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ხელისუფლებას – კალაძე

14:14 კვირა, 01 ნოემბერი 2020

„გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ არჩევნების მეორე დღეს.

კალაძის თქმით, მისმა პარტიამ მოსახლეობის 48%-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე, „დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა“ მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. 

„ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. შესაბამისად, „ქართული ოცნებას“ მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. 

აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, დამთავრებულია. „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებით, დიახ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას“, – განაცხადა კალაძემ

31 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების გასაპროტესტებლად დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირე, 16 საათზე აქცია დააანონსა. 

 

ამ თემაზე:

არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა – საიას შეფასება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]