weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თბილისში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

17:48 კვირა, 01 ნოემბერი 2020

საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებენ. აქციაზე ისმის მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

„ეს ბრძოლა არ გაჩერდება ახალ არჩევნებამდე. ჩვენ ვიბრძოლებთ და დიახ, ჩავატარებთ ახალ არჩევნებს თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარით და ძველი ადმინისტრაციით. ეს პარლამენტი რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაწერა, არალეგიტიმურია. ამაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.   

„ის, რაც გუშინ იყო, არ არის არჩევნები, ეს არ არის დემოკრატია, არ არის ევროპა. ეს იყო საარჩევნო მოროდიორობა და ამას არ შევეგუებით.
ოპოზიცია ვიქნებით ერთიანი და ამ ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იქნეს აღიარებული, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისით“,
– თქვა გიორგი ვაშაძემ.

„პარლამენტში შესვლა არ შეიძლება, არა! რამდენიმე ადამიანს უკვე გვაქვს მანდატი და შეგვიძლია პარლამენტში შესვლა, ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ მრცხვენია, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ. მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც კონსულტაციებისთვის ერთი დღე ითხოვეს - ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები და ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება - არ შევდივართ? ესე იგი, არ შევდივართ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც და თქვა, რომ მისი პარტია არ აღიარებს სიყალბეს: „ამ ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თქვენი ნება იქნეს ასახული, ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი მანამ, ვიდრე არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს თავისუფალ გარემოში“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.07% აიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ – 27.12%, „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78%, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.18, „ლელომ“ – 3.16, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15, გირჩმა“ – 2.9%, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებმა“ – 1.34, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%.

ამ დროისთვის ცესკოს დათვლილი აქვს საარჩევნო უბნების 98.34%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]