weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საჭიროა ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე – ელისაშვილმა ოპოზიციას მიმართა

18:23 კვირა, 01 ნოემბერი 2020

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს იმ ოპოზიცურ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ელისაშვილის თქმით, გუშინ არჩევნები ტოტალური გაყალბების პირობებში ჩატარდა.

„უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველამ ნახეთ გაყალბების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვალსაჩინოება: ათეულობით ოქმი, სადაც „ქართული ოცნების“ ხმები ბევრჯერ აღემატებოდა უბანზე მოსულთა რაოდენობას. მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომ საერთო კონსენსუსია ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი.

საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ალეკო ელისაშვილმა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ხმების 19.28% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სერგეენკომ - 43.05%. ამ დროისთვის ოლქის მხოლოდ 7 უბნის მონაცემები დარჩა დასათვლელი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]