weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქადაგიშვილი 47.26 %, ბოტკოველი (40.43 %) მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს

20:15 კვირა, 01 ნოემბერი 2020
ფოტოზე - გიორგი ბოტკოველი ფოტოზე - გიორგი ბოტკოველი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბნიდან ყველა დაითვალა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მიიღო (41 662 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 40.43 % (35 645 ხმა). ამ მონაცემებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 3.8 % მიიღო (3 350 ხმა); პატრიოტთა ალიანსიდან იოსებ პარწიკანაშვილმა 2.98 % (2 625 ხმა); „ლელოდან“ ირაკლი ტალახაძემ 1.56 % (1 379 ხმა).

„რომელი მეორე ტური, რომელი მანდატი, რომელი პროპორციული სია და პროცენტი? არაფრად გვიღირს არაფერი, მთავარი ღირებულება ის ადამიანები ხართ, ვინც მხარი დაუჭირა ოპოზიციურ კანდიდატებს. მათ ყველაფერს გაუძლეს, ყველაფერი გადალახეს, მაინც მივიდნენ და პოზიცია დააფიქსირეს. მე არაფრად მიღირს არც მაჟორიტარობა, არც სიით დეპუტატობა, მთავარი ღირებულება ის ადამიანები არიან, ვინც მხარი დაგვიჭირა. ამიტომ, მე მივმართავ ცესკოს და მის მთავრობას,

მე არ ვაპირებ შევიდე იმ ფარსში, არ ვაპირებ გავხდე იმ სპეცოპერაციის მონაწილე, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაატარა. მე არ მივიღებ მონაწილეობას მეორე ტურში

არ შევალ პროპორციული სიით პარლამენტში და მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, არცერთი ხმა ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, სადაც ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს აპროტესტებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ცესკოს მონაცემებით (3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3843 უბნის მიხედვით) პროპორციული წესით „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15 % აქვს, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“ 27.13 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]