weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, პირველივე თვითმფრინავით ჩამოვალ - სააკაშვილი

21:18 კვირა, 01 ნოემბერი 2020

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან, რომ მისი ჩამოსვლა საერთო საქმისთვის საჭიროა, ის საქართველოში პირველივე თვითმფრინავით დაბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე არ მინდა არცერთი თანამდებობა. ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა და მის შედეგებს არ აღიარებს. ის აღნიშნავს, რომ შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ 4 0%-ზე მეტი აეღო, როცა პარტიამ არჩევნები ყველა დიდ ქალაქში წააგო. სააკაშვილის განცხადებით, ახლა მიზნის მისაღწევად საჭიროა მოქალაქეების მეტი აქტიურობა.

„ივანიშვილი გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ არავინ, თქვენ ხართ ნაგავი, თქვენ ხართ არარაობა, თქვენ არ ხართ ერი, თქვენ არ ხართ ხალხი, თქვენ ხართ არაპიროვნებები, თქვენ საერთოდ არაფერი ხართ, თქვენ ხართ ჩემი ხელის გაუნათლებელი ბოგანო ბიჭები“.

ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, რა არის პროტესტის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა პანდემიის გამო ისევ ჩაიკეტება. სააკაშვილმა უპასუხა, რომ მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება და კოვიდ-19-ის არსებული სტატისტიკის მიუხედავად, არჩევნებზე ბევრად მეტი ხალხი მივიდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

„ყველამ უნდა გავიკეთოთ ნიღბები და ვიყოთ მასობრივად მობილიზებული... ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება. თუ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაშინ ვინ გააკეთებს“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (სულ 3847 უბნიდან დათვლილია 3843 უბნის შედეგები), პროპორციული წესით „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.15 % აქვს, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას“ 27.13 %. წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობასაც „ოცნება“ იგებს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]