weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიებს აშანტაჟებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ – თალაკვაძე

13:04 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს, აშანტაჟებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ.

თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია უგულებელყოფს მხარდამჭერების არჩევანს, ეს ანტიდემოკრატიული ნაბიჯი იქნება.  

„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ოპონენტებთან ერთად დაიწყებს შეუფერხებლად მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვე გვაქვს წინ ამისთვის. თუ ოპოზიცია, ვინც ზღვარი გადალახა, უგულებელყოფს საკუთარი მხარდამჭერებისა და საზოგადოების არჩევანს, ეს იქნება ანტიდემოკრატიული და ამაში ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, ის პარტიებიც, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნოს.

„გარწმუნებთ, რომ პარლამენტი შეუფერხებლად დაიწყებს საქმიანობას. 

დიდი ალბათობით, მჯერა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოვლენ პარლამენტში, ისინი თავს დააღწევენ „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ შემოვა, პარლამენტში, ნუ შემოვა. ჩვენ ამას გავუფორმებთ ბოლომდე, როგორც პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას, ტყუილს საზოგადოების წინაშე და ერთი წლის თავზე, თვითმმართველობის არჩევნებში, პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან და მათ ადგილს დაიკავებენ სხვა ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული წესით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 48.15% მიიღო; საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.14%; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78%; „ლელომ“ – 3.15%; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15%; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14%; „გირჩმა“ – 2.89%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33%; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%. 

ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ზემოთ ჩამოთვლილმა რამდენიმე პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ მანდატებზე უარს იტყვიან და პარლამენტში არ შევლენ. „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

 

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ 76 მანდატი თუ მოიპოვა, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს - ზურაბ ჯიბღაშვილი

პარლამენტში 9 პარტია შევა – მომავალი დეპუტატების სია პირველი ტურის შედეგების მიხედვით

„ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები 14 ოლქში მოიგო, 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]