weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უარს ვამბობთ მანდატზე, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო – ნათელაშვილი

15:35 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

„ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშვებელია. იქ არავინ უნდა შევიდეს: არა მარტო ოპოზიცია, არამედ, თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების“ წევრებიც“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, მანდატებზე უარის თქმა აუცილებელია და ეს გადაწყვეტილება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მიიღოს.

„თუ ისე მოხდა, როგორც 2008 წელს, როდესაც ჩვენ უარი გვათქმევინეს მანდატებზე, თვითონ კი შეცვივდნენ პარლამენტში და იქ უგალობდნენ ერთმანეთს ჰანგებს, რა თქმა უნდა, ეს ხალხის გადაგდება და მოტყუებაა. ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში, თუ ერთი პარტია მაინც გადაწყვეტს ამას, ნათელაშვილმა თქვა: „ეს უნდა იყოს საყოველთაო ოპოზიციური გადაწყვეტილება. თუ ერთობა არ იქნება, ერთობის დამრღვევს ვამხელთ ისე, რომ პოლიტიკაში ვეღარასოდეს მოტრიალდება“.

შალვა ნათელაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ნაძალადევის რაიონში. მან ხმების 25.01% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა – 43.76%. შესაბამისად, ამ ოლქში კენჭისყრის მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმა 19 283 ამომრჩეველმა მისცა, რაც 1%-ს შეადგენს და საკმარისია იმისთვის, რომ პარტიამ პარლამენტში ერთი წევრი შეიყვანოს.

 

ამ თემაზე:

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე და II ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]