weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთა-მთიანეთს შალვა კერესელიძე 0.21 %-ით იგებს, გაბათილებულია 1711 ბიულეტენი

16:43 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020
ფოტოზე - შალვა კერესელიძე ფოტოზე - შალვა კერესელიძე

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქს 0.21 %-ით იგებს (დაახლოებით 100 ხმა) და ამით ახერხებს პირველივე ტურში კანდიდატის გასამარჯვებლად სავალდებულო 50 %-იანი ბარიერის გადალახვას. კერესელიძეს 25 788 ხმა აქვს (50.21 %).

„რეგინფომ“ მცხეთა-მთიანეთის ოლქში ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა დაითვალა. საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ 1711 ბიულეტენია ბათილად ცნობილი, მათ შორის ზოგიერთ უბანზე 37, 28, 33, 35, 59, 41 და ა.შ.

დიდი რაოდენობით ბიულეტენები ძირითადად იმ საარჩევნო უბნებზეა გაუქმებული, სადაც შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი უგებს შალვა კერესელიძეს.

ჩოჩელს ხმების 33.37 % აქვს მიღებული (17 139 ხმა); თამაზ მეჭიაურს 5.09 % (2614 ხმა); იოსებ შატბერაშვილს „პატრიოტთა ალიანსიდან“ 3.35 % (1719 ხმა); ბექა ნათელაშვილს ლეიბორისტული პარტიიდან 2.61 % (1342 ხმა); მალხაზ ვახტანგაშვილს „ლელოდან“ 1.71 % (878 ხმა); ვაჟა ჩოხელს „ტრიბუნადან“ 0.97 % (500 ხმა); ეკა ბესელიას პარტიიდან „სამართლიანობისთვის“ 0.73 % (376 ხმა); ბადრი დავითურს „ქართული იდეადან“ 0.53 % (274 ხმა); ვახტანგ მარტოლეკს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ 0.31 % (160 ხმა); გიორგი ლაფანაშვილს „ქართული მარშიდან“ 0.3 % (153 ხმა); ბაკურ ბუჩუკურს „რეფორმერიდან“ 0.27 % (137 ხმა); გიორგი აბჟანდაძეს „თავისუფალი საქართველოდან“0.22 % (115 ხმა); ვახტანგ იმერლიშვილს „შეცვალე საქართველოდან“ 0.19 % (97 ხმა); დენიზა სუმბაძეს „ქართველოდან“ 0.12 % (62 ხმა);

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მცხეთა-მთიანეთში, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მე-19 საუბნო კომისიის თავმჯდომარე იოსებ ჯამაგიძე შესწორების ოქმს ადგენს და კომისიის წევრების ნაცვლად, ხელს თვითონ აწერს. მისი განმარტებით, შესწორების ოქმი უბანზე იმიტომ ვერ შეადგინეს, რომ შეცდომის შესახებ არ იცოდნენ. „რეგინფო“ ჯამაგიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.

ასევე, გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის 28-ე უბანზეა გადაღებული და ყუთში ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას ასახავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]