weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუ პარტია უარს ამბობს მანდატებზე, სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა მიიღოს – კობახიძე

16:57 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

„თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა, ამომრჩეველმა მიანიჭა, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომლებიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს. ეს არის, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს.

„ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას, რა თქმა უნდა, უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ლოგიკური და ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, – აცხადებს კობახიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი 9 პარტიამ გადალახა: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ –3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პარტიებმა გუშინ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და „გადადგამენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდნენ ე.წ. პარლამენტში“. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და როგორც არაერთხელ განაცხადეს, მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]