weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო იმისთვის, რომ შეურაცხყოფას ითმენს – კობახიძე

18:58 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეურაცხყოფის მოთმენისთვის ჯილდო ეკუთვნის.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას – უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე თამარ ჟვანიას წინააღმდეგ, „რადგან გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა დანაშაულია“.

„პირველ რიგში, თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო იმისთვის, რომ ითმენს იმ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ ცესკოს წევრები „ნაცმოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. ეს იყო აბსოლუტურად მდარე ტიპის, უკულტურო ქცევა, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი თამარ ჟვანიას მიმართ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს თანადგომას არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უზუსტობები ყველა არჩევნებზე ხდება და მათი დაზუსტება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]