weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე ვმსჯელობთ – ცქიტიშვილი

14:51 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

ვიცე-პრემიერ მაია ცქტიშვილის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საკითხზე მსჯელობს.  

„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორებიცაა, მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს, ღამის საათებში, უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს, სხვადასხვა დასახლებებში; ასევე, ტრანსპორტის შეჩერება, სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების ან სხვადასხვა სახის დიდი ბაზრობების მუშაობის შეჩერება.

ყველა ეს ღონისძიება წერტილოვანი ხასიათისაა და გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდნარე.

ყველა ამ ღონისძიებების გამოყენება არის ის პრაქტიკა, იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მეზობელ, ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. აქვე მინდა აღვნიშნო – ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვების დაწესება ან არ დაწესება, შეზღუდვების ხარისხი, მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით დადგენილი წესების დაცვასთან მიმართებაში, რამდენად აქტიურად და სწორად ვატარებთ პირბადეს. ეს პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ თითოეულ მოქალაქეს და დამსაქმებლებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც  976 თბილისშია. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: იმერეთი – 368, აჭარა – 328, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280, შიდა ქართლი – 135, კახეთი – 70, გურია – 62, ქვემო ქართლი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 31.

დღეისთვის საქართველოში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანსა და კვების დაწესებულებას აკრძალული აქვს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა. აჭარაში და 10 დიდ ქალაქში 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აკრძალულია 10-ზე მეტის ადამიანის მონაწილეობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]