weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ცესკოსთან აქცია გაიმართა

01:01 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ასევე, ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები პროტესტს რკინის ჯებირიზე ქვების რტყმით გამოხატავდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

ეს ყრუ კედელი, რომელიც ცესკოსთან არის აღმართული ამ რკინის ჯებირის სახით, არის სიმბოლო იმის, რომ დღეს სახელმწიფოში არ არსებობს გზა სიმართლის პოვნის, სიმართლის დამტკიცების, თავისუფალი არჩევნების ჩატარების. ადგილობრივი თვითმმართველობა, ცესკო, სუსი, პოლიცია, კრიმინალი - ყველა ერთმანეთშია აზელილი ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე თავისუფალმა მოქალაქემ არ გააკეთოს თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა იურისტმა, „ლელოს“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემ.

კოჟორიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მისმა პარტიამ 300-ზე მეტი საჩივარი შეტანა, მაგრამ მათი უმეტესობა არც კი განიხილეს, იმ საბაბით, რომ წარმომადგენლის მიერ არ იყო წარდგენილი. კახა კოჟორიძის შეფასებით, ეს არგუმენტი აბსურდულია და კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ვერასდროს ავაშენებთ დემოკრატიულ სახლმწიფოს, თუკი დაუსჯელობის სინდრომი იბატონებს. მე პირადი ჯინი კი არ მაქვს თამარ ჟვანიასი, პირადად არც ვიცნობ, მაგრამ ის და ირაკლი კობახიძე იმიტომ უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში, რომ ასეთი პრეცენდენტი არ განმეორდეს“, – აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ. 

„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა კი განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, „საქმე შეიძლება მშვიდობიან რევოლუციამდე მივიდეს“.

საპროტესტო აქციები გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებთანაც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელბსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. არსებული ინფორმაციით, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და კიდევ 3 პირი დააკავეს. 

საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყველას სიმშვიდისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან ორი დღეა აქციები იმართება. კომისიებმა დღეს დაასრულეს დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]