weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს – ანა დოლიძე სასამართლოში

13:49 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო ოქმებში გახვეული პურით მივიდა. როგორც დოლიძე ამბობს, ამ თუ შემდეგი ხელისუფლების პირობებში, სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს.

სასამართლო საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით დოლიძის საჩივრების ნაწილს დღეს განიხილავს. მოსამართლე ვალერიან ფილაშვილია.

„ეს არის ოქმებში გახვეული პური, რომ გავახსენოთ ჩინჩალაძე-მურუსიძის მოსამართლეებს, კრიმინალ თამარ ჟვანიას, რომ სამართალი მაინც შეჭამს პურს. ამ ხელისუფლების თუ შემდეგი ხელისუფლების დროს, ჩვენ მაინც მივაღწევთ სიმართლეს.

ჩვენ აქ მოვიტანეთ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები. საოლქომ ვერ გაბედა და სხვა რაიონებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ გაგვიხსნა ვერცერთი ყუთი, იმიტომ, რომ იქიდან ამოფრინდება ისეთი ჯინი, რომელსაც შეუძლია წალეკოს ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მე-6 საარჩევნო ოლქში ანა დოლიძე ხმების რაოდენობით მესამე ადგილზეა – მას 12 381 ხმა აქვს, რაც 17.95%-ია. როგორც დოლიძემ ამბობს, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან დარღვევებს.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის შვიდი საარჩევნო უბნის შედეგები სასამართლოში გასაჩივრებული აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]